logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციას მომდევნო კვირას გამართავას
- +

3 იანვარი. 2017. 19:55


 


CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი დიდი პრესკონფერენცია მომდევნო კვირაში, 11 იანვარს გაიმართება.


ჩვეულებისამებრ, აშშ-ში არჩეული პრეზიდენტი ჟურნალისტებთან პირველ შეხვედრას არჩევნებიდან ორიოდ დღეში მართავს. ტელეკომპანიის ცნობით, ასეთი წესი ჟურნალისტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.


დონალდ ტრამპი მასშტაბური პრესკონფერენციის გამართვას დეკემბერში გეგმავდა. თუმცა, 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პრესკონფერენცია 2017 წელს გაიმართებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner