აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა General Motors -ი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია მანქანებს მექსიკაში აწყობს, შემდეგ კი გადასახადების გვერდის ავლით აშშ-ში შეაქვს. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
საუბარია მოდელზე Chevy Cruz-კომპაქტურ სედანზე . „აწარმოეთ ის აშშ-ში, ან გადაიხადეთ საბაჟო გადასახადები", -მოითხოვს პრეზიდენტი.
29 დეკემბერს ტრამპმა დაასახელა 2 პირობა, რომელსაც მისი ადმინისტრაცია დაიცავს - „იყიდე ამერიკული" და „დაიქირავე ამერიკელი".