რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩის #18 კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი კვამლისგან გაიგუდა და შემდგომ სხეულზე დამწვრობები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოხუცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მეზობლების თქმით, მოხუცს ეძინა, ხოლო ცეცხლი, სავარაუდოდ, საეკლესიო სანთლიდან გაჩნდა.