დიდი ბრიტანეთის ელჩი ევროკავშირში თანამდებობას ტოვებს. ივან როჯერსმა გადაწყვეტილების შესახებ მინისტრთა კაბინეტს უკვე აცნობა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს.
მას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის ბოლოს ეწურებოდა და სწორედ ის მოიაზრებოდა მთავარ მომლაპარაკებლად „ბრექსიტის" პროცესში. დიპლომატს ბრიუსელთან ვაჭრობის შესახებ ახალი შეთანხმებაზე უნდა ემუშავა, რომელიც მხარეებს შორის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
BBC-ის ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი სწორედ ეს საკითხი გახდა. დიპლომატმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააფრთხილა მინისტრთა კაბინეტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისგან თავს იკავებენ და პროცესს 2020 წლამდე გააჭიანურებენ.