logo_geo
eng_logo
ყირგიზეთის უშიშროების სამსახური სტამბოლის ტერაქტთან იახა მაშრაპოვის კავშირს არ ადასტურებს
- +

3 იანვარი. 2017. 22:55


 


ყირგიზეთის უშიშროების სამსახური სტამბოლის ტერაქტთან იახა მაშრაპოვის კავშირს არ ადასტურებს.


უწყების ინფორმაციით, ყირგიზეთში დაბრუნების შემდეგ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაშრაპოვი აგენტებმა დაკითხეს და თავდასხმასთან მისი კავშირის მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.


თურქი გამომძიებლები კი ვარაუდობენ, რომ ახალი წლის ღამეს კლუბ რეინაში ცეცხლი სწორედ მაშრაპოვმა გახსნა. მისი ვინაობა თურქმა გამომძიებლებმა თითის ანაბეჭდებით დაადგინეს. მედიამ მაშრაპოვის ვიდეოც გაავრცელა, რომელის ტაქსიმის მოედანზე მობილური ტელეფონით თავად გადაიღო.


ამ დროისთვის 14 ეჭვმიტანილია დაკავებული. ორი უცხოელი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დღეს აიყვანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner