logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ახალი წლის დღეებში ტკივილი ფარდის უკან რჩება...
- +

4 იანვარი. 2017. 00:38


 


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„დააკვირდით, როგორი თბილი განწყობა იგრძნობა საახალწლო ფოტოებიდან. გაღიმებული სახეები... სუფრასთან შეკრებილი ოჯახის წევრები... ბაბუები, ბებიები, შვილიშვილები. კოხტად გაწყობილი სუფრა... შეძლებულსაც და ხელმოკლესაც თითქოს ყველაფერი აქვს. ამ ფოტოებიდან ვეცნობით ერთმანეთის ოჯახებს: შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს... ყველა ოჯახს მისი ისტორია აქვს. ტკივილიც და სიხარულიც... მაგრამ ახალი წლის დღეებში ტკივილი ფარდის უკან რჩება. წინა პლანზე საახალწლო ნაძვის ხე, სუფრა და ღიმილია.

 

ეს ერთ- ერთი გამორჩეული კვირაა მთელი წლის მანძილზე, როცა სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაშიც ნაკლები კბენა და ღრენაა. რა კარგ ქვეყანას ავაშენებდით, ასეთი სიყვარულით... რა კარგ ქვეყანას ავაშენებდით", - წერს ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner