ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში ტელეკომპანიების „მაესტროს", „GDS"-ისა და „იმედის" გაერთანებას ეხმიანება. მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლების ინტერესი არ იკვეთება.
„ხელისუფლების ინტერესს იმ შემთხვევაში დავინახავდი, „მაესტრო" და „GDS" მათ წინააღმდეგ განწყობილი ტელევიზიები რომ იყოს. ესენი არ არიან კრიტიკული ტელეკომპანიები, არც არაფერს ამატებენ და არც არაფერს აკლებენ. მითუმეტეს, რომ კერძო ტელევიზიებია და გაერთიენდნენ, რა მოხდა მერე. რატომ ვხედავთ ყველაფერში ამ ხელისუფლების ხელს?!", - აცხადებს დოდო ხურცილავა.
ტელეკომპანიები „მაესტრო", „GDS" და „იმედი" ერთიანდება.