logo_geo
eng_logo
ISIS-ის ლიდერმა 400 ტერორისტთან ერთად ევროპის ტერიტორიაზე შეაღწია
- +

4 იანვარი. 2017. 01:51


 



ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბოევიკთა მსხვილი ჯგუფი, ცნობილ მეთაურთან ერთად, სირიიდან ევროპის ტერიტორიაზე გადავიდა.


სულ, ევროპის ტერიტორიაზე დაჯგუფების 400-მდე ბოევიკია შესული. მათ ალბანელი ჯიხადისტი ლავდრიმ მუხაჯერი მეთაურობს. იგი ISIS-ის ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაურია. მას ასევე აბუ აბდულა ალ-კოსოვად იცნობენ.


როგორც Daily Mail  იტალიური სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, ტერორისტები „ძველი ქვეყნების გულში დარტყმას" ამზადებენ. ტერორისტების სავარაუდო სამიზნეები კოსოვოსა და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიებია.


27 წლის მაკედონიელი მუხაჯერი სირიაში 2012 წელს გამოჩნდა. მან ტერორისტების პროპაგანდისტულ რამდენიმე ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ის ალბანელებს მოუწოდებდა შეერთებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოს". ასევე , ინტერნეტში გავრცელდა მუხაჯერის ფოტოები, სადაც ის ტყვეს თავს აჭრის  და კლავს ადამიანს ყუმბარტყორცნით.


http://www.dailymail.co.uk/   

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner