logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ილია მეორეზე: მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი
- +

4 იანვარი. 2017. 10:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 84 წლის იუბილეს ულოცავს.


„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

 

მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.

 

ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner