logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა: სააკაშვილის დაცვის წევრმა, დავით ებრალიძემ და მისთანა ნაძირლებმა მოკლულ ზვიად გამსახურდიას ჯიბიდან ფული ამოაცალეს!
- +

25 მარტი. 2016. 03:27


„სააკაშვილის დაცვის წევრმა დავით ებრალიძემ და მისთანა ნაძირლებმა ზვიად გამსახურდია გაძარცვეს, მოკლულ პრეზიდენტს ჯიბიდან ფული ამოაცალეს და უკრაინაში რას იზამენ?!"- განაცხადა „იბერიულ კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა  ზაზა გაბედავამ „ასავალ-დასავალთან" საუბარში.


გაბედავა  ზუგდიდის უშიშროების სამმართელოს ყოფილი უფროსის, თემურ გაბუნიას დაუყოვნებლივ დაკითხვას მოითხოვს და იმ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც მან ბატალიონ „ჯიხას" ყოფილი მეთაურის, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის მკვდირის, აწ განსვენებული გუჯუჯი ებრალიძის ვაჟის- დავით ებრალიძისგან შეიტყო.


დავით ებრალიძე ამჟამად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრად მუშაობს.


„ზვიად გასახურდიას ფულის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ცნობა მომაწოდა გუჯუჯი ებრალიძის ვაჟმა, დავით ებრალიძემ, რომელიც დღეს უკრაინაში საკაშვილის დაცვაში მუშაობს და ვითომდა „უკრაინის ღირსებას" იცავს!

 

ამას წინათ დავით ებრალიძეს დავურეკე, შეზარხოშებული იყო და მითხრა, ზვიად გამსახურდია მე გავაპატიოსნეო! მეც ვიცი, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის გახლავთ,  რაც დავით ებრალიძემ მითხრა, ჩვენ მშივრები ვეყარეთ, პრეზიდენტისთვის ძლივს ვშოულობდით საჭმელს და, თურმე ზვიად გამსახურდიას 50 ათასი დოლარი ედო ჯიბეშიო!

 

მითხრა, 50 ათასი დოლარი პრეზიდენტს ჯიბიდან ამოვუღეთ და იქვე ბიჭებმა გაიყვესო!"- განაცხადა გაბედავამ გაზეთთან ინტერვიუში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner