თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ობამა მიესალმა თურქეთის ძალისხმევას რეგიონალურ მოთამაშეებთან მუშაობის კუთხით, რათა მიღწეული იქნას ზავი სირიაში, სირიის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების დაბრუნებისკენ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„მხარეებმა აღნიშნეს პროგრესი საერთაშორისო კოალიციის ქმედებებში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერაყში და სირიაში, ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის საჭიროა ღრმა თანამშრომლობის გაგრძელება" - განაცხადა ჯოშ ერნესტმა.