logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კოლექტივი სასახლის დამცველებად იქცნენ
- +

4 იანვარი. 2017. 12:53



„თბილისის მოსაწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წლების წინ იყო მზიური, რომელიც პირდაპირი წესით, ქართული პროფესიული საესტრადო მუსიკის სამჭედლო იყო, ყველა თაობის მზიურელები ვარსკვალები არიან, სასახლე დღესაც იგივე საქმეს აკეთებს", - ამის შესახებ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ პროტალ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრსეკონფერენციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომებსა და ექსპერიმენტებს გეგმავდა ხელისუფლება, ამიტომაც კოლექტივი ჩვეულებრივ სასახლის დამცველებად იქცნენ. როგორც, თიკა რუხაძემ აღნიშნა, ფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კი სწორედ ამას ემსახურება.


„ბოლო 25 წლის განმავლობაში ექპერიმენტების განხორციელებას გეგმავდა ხელისუფლება, ამდენად კოლექტივს აბსოლუტურად გამოუმუშავდა თავდაცვის ინსტიქტი, რომ ბავშვებს არ წაართვან სასახლე, რომ გადარჩეს ის და ა.შ. დღეს უკვე სასახლის წართმევის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში, რადგან მერმაც და ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმაც გააცნობიერეს სასახლის მნიშვნელობა. დღეს მთელ მსოფლიოში არაფორმალური განათლება ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. მსოფლიო მივიდა იქამდე, რომ თუ გინდა უკეთ იცხოვრო, მთელი ცხოვრება უნდა ვითარდებოდე, ამის საფუძველი კი არაფორმალური განათლებაა, რომელიც იძლევა საშუალებას არ გვქონდეს ვიწრო ხედვა კონკრეტული სფეროს მიმართ. ამის შესაძლებლობას კი სწორედ სასახლე იძლევა", - განაცხადა რუხაძემ.


მისივე თქმით, დღეს სასახლეში 24 მიმართულებაა, 4 ათასი ბავშვი სწავლობს და მოთხოვნა კიდევ უფრო დიდია.


„სასახლეში ამჟამად 24 მიმართულებაა, დადის დაახლოებით 4 ათასი ბავშვი, 6-18 წლამდე, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ე.ი ჩვენ გვაქვს თეატრის, ცეკვისა და სიმღერის სტუდია, ასევე სასახლეში არის ასტროლოგიური მიმართულება, ეთნოგრაფია, გემთმშენებლობა, ურბანისტიკა, ფოლკლორი, ავიამშენებლობა, ქიმია, ფიზიკა და კიდევ სხვა", - განაცხადა თიკა რუხაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner