logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამ ეტაპზე ჯანსაღი სიტუაციაა
- +

4 იანვარი. 2017. 13:39


 

„სასახლეში ამ ეტაპზე ჯანსაღი სიტუაციაა, სასახლე გარდაქმნებისთვის ემზადება", - ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ პორტალ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ამჟამად სასახლე ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რათა შემდგომ დაიგეგმოს შენობის სრული რეაბილიტაცია.


„სასახლე ემზადება გარდაქმნებისთვის, უნდა გავფართოვდეთ სპექტრალურად, მოთხოვნები არის ძალიან დიდი. ამ  200-წლიან სასახლეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც უამრავი ობიექტურად დაგროვილი პრობლემა აქვს, სჭირდება მოვლა, ამიტომაც მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

 

ამ წუთას ვაკეთებთ სამხარაულის დასკვნას, რათა სწორად და მიზანმიმართულად დავგეგმოთ შენობის რეაბილიტაცია. ჩვენ საძირკველიდან დაწყებული სახურავით დამთავრებული ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, თუ რის საშუალებას გვაძლევს ეს შენობა", - განაცხადა რუხაძემ.


როგორც სასახლის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური დარბაზი აბსოლუტურად ხელახლა აღიჭურვა ყველანაირი ინვენტარით, სხვა დარბაზები საჭირო ნივთებით აღჭურვილი არ არის. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner