logo_geo
eng_logo
აჭარის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ
- +

4 იანვარი. 2017. 13:55



შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.


"არ ვადასტურებთ, ამ ეტაპზე ყველანი რჩებიან ადგილზე და ასრულებენ თავის მოვალეობებს" - განუცხადეს "პირველს" შსს-ში.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა თანმდებობი დღეს დატოვეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner