კორცხელში წყლით სავსე ორმოში 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ფაქტი "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
"პირველს" უწყებაში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე.