logo_geo
eng_logo
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა
- +

4 იანვარი. 2017. 14:05



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილაი მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 დღის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის შესახებ „პირველს" უწმინდესის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ აცნობა.


მედიკოსის ინფორმაციით, სასწრაფო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა და ვარაუდობს, რომ ზოგადად, ოპერაციის ჩატარების საჭიროებაც მოიხსნება.


"ბოლო ორი დღეა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სუბიექტურად მისი თვითშეგრძნება კარგია, რაც მთავარია, არის ასევე ობიექტური გაუმჯობესება, ანუ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მაჩვენებლები უკეთესობისკენ წავიდა", -

განაცხადა ცისანა შარტავამ.


ქართველმა ექიმებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინეს. უწმინდესი მკურნალობას საკუთარ რეზიდენციაში აგრძელებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner