„დავით უსუფაშვილისგან უკვე მეორე დიდი ავანტიურა მივიღეთ", - ასე აფასებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე ხაბურზანია სოციალურ ქსელში წერს და აქვე დავით უსუფაშვილს მიმართავს.
„ეს ე.წ. პრეზიდენტი გასაგებია, რომ გაუგებრობაშია, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მაგრამ, დავით უსუფაშვილისგან უკვე მეორე დიდი ავანტიურა მივიღეთ. ჯერ ამერიკელთა ბაზების განლაგების მოთხოვნით და ახლა საკონსტიტუციო თამაშები პრეზიდენტის გადადგომით. რა უბედურებაა დავით ბატონო?! ყველანაირი კონსტიტუციური და რეალური ლოგიკაც პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს ითხოვს, თქვენ კი პოლიტიკურად ცუღლუტობთ, სამწუხაროა!" - წერს ხაბურძანია.