logo_geo
eng_logo
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა
- +

4 იანვარი. 2017. 15:25



თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" 20 წევრი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ახალ წელს ღამის კლუბში ტერორისტულ აქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი.


თურქი სამართალდამცველების ოპერაცია ქალაქ იზმირში ჩატარდა, სადაც ოთხ სხვადასხვა ადგილას 20 ადამიანი დააკავეს, აქედან 11 ქალია.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სტამბოლში ტერორისტული აქტის ჩამდენის ვინაობა დადგენილია, თუმცა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუმჟღავნებია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner