logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე: ამ თავის გაბანძებაზე ამდენი დროის ხარჯვას, არ ჯობია საქმეს მიხედონ და შექმნან საკუთარი პარტია?
- +

4 იანვარი. 2017. 15:35



„ასე თავი რატომ უნდა აიგდო და ასეთ არასერიოზულ მდგომარეოაბაში ჩაიგდო, ვერ ვიგებ", - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი თეა თუთბერიძე პარტიის წევრ სერგო რატიანის წერილს.

 

„სასაცილოც აღარაა უკვე ეს ყველაფერი. ამ ვითომ პროცედურულ დემოკრატიობანას ჩაჭიდებულები, დავიჯერო იმას ვერ ხვდებიან, რომ მაგ ხალხმა რევოლუცია მოაწყო ორჯერ ქვეყანაში ვინც მაგ პარტიაში არიან და ორი ხელისუფლება გაუშვა (შევარდნაძე, აბაშიძე) ერთ ადგილზე და რაღაც პროცედურულ დემოკრატიობანას ჩაჭიდებულების ეს პანიკური ქმედებები სასაცილოდაც რომ არ ეყოფა არც მაგ პარტიის ლიდერს და არც მის მხარდამჭერებს?

 

ამ თავის გაბანძებაზე ამდენი დროის ხარჯვას და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაგდებას, არ ჯობია საქმეს მიხედონ და შექმნან საკუთარი პარტია? რაში სჭირდებათ ეს რაღაც სისულელეები და უსუფაშილის სასაცილო პროცედურული დემოკრატიობანას დონეზე დასვლა და თავის აგდება ვერ ვიგებ გულწრფელად", - წერს თეა თუთბერიძე.


ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ საჯაროდ, facebook-ის გვერდზე უპასუხა ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის სერგო რატიანის წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა „ვერ იქნება ლეგიტიმური".


როგორც ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წერილით ირკვევა, სერგო რატიანმა რაიონულ ორგანიზაციებში წერილი დღეს გაგზავნა. მასში ნათქვამია, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა „ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები", რადგან „ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner