logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
- +

4 იანვარი. 2017. 16:51




თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მის უწმინდესობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე მიულოცა.



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს, ულამაზესი კუთხის შვილს უდიდესი კრძალვით და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს.

 


მის უწმინდესობას  ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას და, რაც მთავარია,  ჯანმრთელობას ვუსურვებ.

 


ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი ღვაწლი.
ილია II-მ  თავისი მოღვაწეობის პერიოდში სამშობლოს გაერთიანებასა და გამრავლებას, სახელმწიფოს სულიერ აღმავლობას შეუწყო ხელი.

 


4 იანვარს საქართველოს ყველა მოქალაქე განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 4 იანვარს  84 წლის გახდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner