საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ძალიან ბევრ ადამიანს სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებულ პრობლემას გადაუჭრის.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ, ვისაც 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მიღებამდე, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში გადახდილი აქვთ საფასურის 80%, მიწის შემთხვევაში კი - 90% ან მთლიანი საფასური და ვადების დარღვევის გამო ქონების დაკანონება ვერ მოახერხეს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში აღნიშნული ქონება დაუკანონდებათ.