logo_geo
eng_logo
ლონდონის აეროპორტში ტერაქტის მოწყობის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
- +

4 იანვარი. 2017. 23:05



ლონდონის ჰითროუს აეროპორტში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერაქტის მოწყობის თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.


მამაკაცი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და არ არის დაკავშირებული არც „ისლამურ სახელმწიფოსთან" და არც სირიასთან.


დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში „ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც შობის წინა დღეს უნდა განხორციელებულიყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner