სააგენრო Reuters-ის ინფორმაციით, გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს, რომელიც 26 წლის ტუნისელია.
ამ დროისთვის დგინდება, რა როლს თამაშობდა დაკავებული პირი ტერაქტში, რასაც დეკემბერში 12 ადამიანი ემსხვერპლა. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერაქტამდე ერთი დღით ადრე დღეს დაკავებული პირი მეორე ეჭვმიტანილ ანის ამრისთან ვახშმობდა, რომელიც მილანის გარეუბანში 23 დეკემბერს პოლიციასთან სროლებისას დაიღუპა.
ბერლინში ტერაქტი 19 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანა საშობაო ბაზრობაზე ხალხის მასაში შევარდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა.