ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში ილია მეორეს 84 წლის იუბილეს ულოცავს:
„ჩვენს უწმიდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ვულოცავ 84 წლის იუბილეს. ღმერთმა დღეგრძელობა და მხნეობა არ მოაკლოს ჩვენი დედა-ეკლესიის გასაძლიერებლად, ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - წერს შიხიაშვილი.