logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე „ნაციონალებზე“: რაც მალე დაიშლებიან, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც
- +

5 იანვარი. 2017. 01:05


 

პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

 

„რაც მალე დაიშლებიან, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერები მაინც აღმოაჩნდათ, მათი ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული უკიდურესად ნეგატიური აზრი. „ნაცმოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა უკეთესი იქნება იმითაც, რომ მათი არსებობა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, არადა, მათი ოპონირება, მათივე წარსულის გამო, მიუღებელია საზოგადოებისთვის.

 

არადა, ახლა ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, ისე სჭრდება ოპოზიცია. კვალიფიციური ოპოზიცია საზოგადოების განვითარების, წინსვლის გარანტია...

 

როდესაც ასეთი ოპოზიცია არ არსებობს და მის ადგილს იკავებს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენი, რომელსაც მხოლოდ ერთი აზრი აქვს ჩაბეჭდილი - როგორმე დაამხოს ამჟამინდელი ხელისუფლება და ამისთვის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, ეს ქვეყნის განვითარების გზაზე კიდევ ერთ ბარიერს ქმნის.

 

ძალიან მინდოდა არჩევნებზე გამოჩენილიყო ძლიერი და კვალიფიციური ოპოზიცია, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევდა ხელისუფლებას, მაგრამ იმ სახით, როგორითაც წარმომედგინა, ეს ვერ მოხერხდა... თუმცა, იმედს არ ვკარგავ, ვფიქრობ, მცირე ნიშანი მაინც გაჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში ყველა ერთნაირად დამნაშავე არ არის, იქაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, ვინც მთელ ცხოვრებას ბელადის მონობას არ მოუძღვნიან, გაითავისუფლებენ თავს და შეძლებენ, გამოადგნენ ქვეყანას", - განაცხადა დავით მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner