logo_geo
eng_logo
„იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს საშობაო მსახურებას ჩაატარებს“
- +

5 იანვარი. 2017. 10:59


 


იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსახურებას ჩაატარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.


მისივე თქმით, უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.


გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიღებები არ იყო. ეპიზოდურად პატრიარქს მეუფეები, მონაზვნები რამდენიმე მონასტრებიდან სტუმრობდნენ. ყველა ცდილობდა უწმინდეს გაფრთხილებოდა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემები გაუმჯობესდა. დინამიკა დადებითია. უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ღვთის შეწევნით, ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", - განაცხადა ექიმმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner