აშშ-ს სენატის რესპუბლიკელებმა, ნევადას შტატის სენატორმა დინ ჰელერმა, ფლორიდას შტატის სენატორმა მარკო რუბიომ და ტექსასის შტატის სენატორმა თედ კრუზმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისკენ მოუწოდებს.
„იერუსალიმი ისრაელის ებრაული სახელმწიფოს მარადიული დედაქალაქია და ის ადგილია, სადაც აშშ-ს საელჩო უნდა მდებარეობდეს ", - განაცხადა სენატორმა მარკო რუბიომ.
„ობამას ადმინისტრაციის შურისძიება ისრაელის მიმართ ისეთი ღვარძლიანი იყო, რომ უბრალო ჭეშმარიტების წარმოთქმა, რომ იერუსალიმი აშშ-ს საელჩოსთვის შესაბამისი ადგილია, შოკს იწვევს გარკვეულ წრეებში". - აცხადებს სენატორი თედ კრუსი.