logo_geo
eng_logo
ამერიკელმა სენატორებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანას შეეხება
- +

5 იანვარი. 2017. 11:25


 


აშშ-ს სენატის რესპუბლიკელებმა, ნევადას შტატის სენატორმა დინ ჰელერმა, ფლორიდას შტატის სენატორმა მარკო რუბიომ და ტექსასის შტატის სენატორმა თედ კრუზმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისკენ მოუწოდებს.


იერუსალიმი ისრაელის ებრაული სახელმწიფოს მარადიული დედაქალაქია და ის ადგილია, სადაც აშშ- საელჩო უნდა მდებარეობდეს ", - განაცხადა სენატორმა მარკო რუბიომ.



ობამას ადმინისტრაციის შურისძიება ისრაელის მიმართ ისეთი ღვარძლიანი იყო, რომ უბრალო ჭეშმარიტების წარმოთქმა, რომ იერუსალიმი აშშ- საელჩოსთვის შესაბამისი ადგილია, შოკს იწვევს გარკვეულ წრეებში". - აცხადებს სენატორი თედ კრუსი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner