logo_geo
eng_logo
სემეკი: გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია
- +

5 იანვარი. 2017. 11:41


 



სემეკი განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით არ მიუმართავს.


შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე - 2420180. კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად", - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათ სოციალურ ქსელში ქვითრები გაავრცელეს და აცხადებენ, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯი საგრძნობლადაა მომატებული.


აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში" განცხადება გაკეთდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner