logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გეგმა, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანას საშუალებას მისცემს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს
- +

25 მარტი. 2016. 10:21


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა.



მთავრობის მეთაურის განცხადებით, გუშინ საზოგადოებას წარუდგინეს მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ნაწილი - პროფესიული განათლების რეფორმა.



ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, ეს არის შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ეს არის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს არის მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

 

განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ გუშინ, გახლავთ პროფესიული განათლების სრულიად ახლებული მოდელი, რომელიც დამსაქმებელთან ერთად და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ პროფესიული განათლების სისტემას ნიშნავს, ეს კი ნიშნავს უფრო მეტ კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner