აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორგანიზაცია - „Trump Organization" ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის „ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტს ტოვებს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაციის პროექტიდან გასვლა უკავშირდება ბრალდებას, რომ ტრამპის საერთაშორისო ბიზნესმა მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, ინტერესტა კონფლიქტი გამოიწვიოს.
Trump Organization-ი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ასევე აჩერებს აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბიზნესიდან მიდის და მართვის სადავეებს შვილებს გადასცემს.