logo_geo
eng_logo
ომის ვეტერანი 100 წლის ხდება
- +

5 იანვარი. 2017. 12:06


 


6 იანვარს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დავით მეტრეველს 100 წელი უსრულდება. ყვარელში მცხოვრებ იუბილარს 6 იანვარს 13:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა დაბადების დღეს პირადად მიულოცავს და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობას გადაუხდის.


დავით მეტრეველი 1942 წელს, 25 წლის ასაკში წავიდა ომში. იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მეთაურობდა. ნოვოროსიისკთან გამართული ბრძოლის  დროს მძიმედ დაიჭრა. მიღებული აქვს არაერთი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads15909841_10154472433872881_582698751_n.jpg

 

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads15878856_10154472433897881_1045480399_n.jpg

 

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads15879030_10154465433462881_1638769816_n.jpg



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner