6 იანვარს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დავით მეტრეველს 100 წელი უსრულდება. ყვარელში მცხოვრებ იუბილარს 6 იანვარს 13:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა დაბადების დღეს პირადად მიულოცავს და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობას გადაუხდის.
დავით მეტრეველი 1942 წელს, 25 წლის ასაკში წავიდა ომში. იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მეთაურობდა. ნოვოროსიისკთან გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა. მიღებული აქვს არაერთი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.