logo_geo
eng_logo
მთავრობა რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
- +

25 მარტი. 2016. 10:23


საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს- პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა. 



პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.



პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  მოაწყონ არამარტო რძის შემკრები პუნქტი, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც  40 ათასიდან  75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა. დღეს დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა მათ დაეხმარება არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის ყველის წარმოებაზე გადავიდნენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner