საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს- პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მოაწყონ არამარტო რძის შემკრები პუნქტი, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც 40 ათასიდან 75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა. დღეს დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა მათ დაეხმარება არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის ყველის წარმოებაზე გადავიდნენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.