logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: თუ სანდრამ შეიძლება იმღეროს ქართულად და მეგრულად, რატომ არ შეუძლია მელაძის ცოლს?
- +

5 იანვარი. 2017. 13:47


 


„თუ სანდრამ შეიძლება იმღეროს ქართულად და მეგრულად, ვითომ რატომ არ შეუძლია კონსტანტინე მელაძის ცოლს, იმღეროს ქართულად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის „აზრის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი წერს.

 

„და ვინც არ იცის, იმათ კიდევ ვეტყვი, რომ ალა პუგაჩოვამაც იმღერა ქართულად, თქვენ ჯინაზე.

 

ახლა კიდე, სარწმუნო წყაროს ცნობით, გაუგია რა პუტინს, რა რეაქცია ჰქონია საქართველოში ვერა ბრეჟნევას სიმღერას, თავად ვოვა პუტინი აპირებს თურმე ჯერ ქართულის ცეკვას, მერე სიმღერას, რომ გულები დაგიხეთქოთ და მერე მოახდინოს თავისი იმპერიული ზრახვების სისრულეში მოყვნა.

 

ვაი თქვენს პატრონს, რას ეწევით ამისთანას, ჯაფარიძემ ხომ 3-4 დღის წინ დათესა", - წერს გულაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner