logo_geo
eng_logo
7 იანვარს პატრიარქი საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს
- +

5 იანვარი. 2017. 14:44


 


პატრიარქი საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 7 იანვარს, დილით ჩაატარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება არ გაიმართება.


მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლოცვას სამების ტაძარში 6 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყებს, ხოლო საშობაო სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 7 იანვარს, 10:00 საათზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner