განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული და მხარდაჭერილი იმის თავიდან ასაცილებლადაც, რომ არ დაიცალოს რეგიონები.
„ჩვენ ვამბობთ, რომ მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, ყველაზე მეტად მხარდაჭერილი, ყველაზე მაღალკვალიფიცირებული. სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში, სწორედ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენი რეგიონები არ დაიცალოს. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმა არის, რომ ყველგან საქართველოში 3 ბავშვი ივლის სკოლაში 30 თუ 1300, უნდა იყოს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.