logo_geo
eng_logo
საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება
- +

25 მარტი. 2016. 10:36


საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისთვის.



ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც, თავის მხრივ, რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner