logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავარწმუნეთ, რომ განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში დისკრიმინაცია გამორიცხულია
- +

5 იანვარი. 2017. 15:37


 


პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავარწმუნეთ, რომ განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში გამორიცხულია დისკრიმინაცია, - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი".


ჯეჯელავას განცხადებით, სიტყვა დისკრიმინაცია თარგმანში ნიშნავს „განსხვავებას" და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იყო შეკითხვები, ხომ არ გამოიწვევდა ეს საკითხი სწავლის ხარისხში გაუარესებას. მისივე თქმით, მესამე კრიტერიუმი, რომელიც „წამყვან სკოლებს" შეეხება, ჯერ არ შემუშავებულა, თუმცა „წამყვანი სკოლის სტატუსი" შეუძლია მოიპოვოს როგორც მცირე, ასევე დიდმა სკოლამ.


პრეტენზიას უფრო ვერ დავარქმევ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებზე. დეტალურად შევჩერდით სკოლების კატეგორიის საკითხებზე. გამოთქვეს წუხილი, მოსაზრება, რომ შეიძლება ამან მიგვიყვანოს არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებისკენ. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ასე არ მოხდება. საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი - 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები. მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა. მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები, ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner