დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელი პაატა იმნაძე მოსალხეობას ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, რჩევებს აძლევს.
მისი თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსული ინფექციების მეორე ნაკადს ელოდებიან, თუმცა როგორც იმნაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, ვირუსს ბევრად მსუბუქი ფორმები ექნება, ვიდრე ეს დეკემბრის თვეში იყო.
„არაფერს სერიოზულს არ ველოდებით, თუმცა მოსახლეობას მაინც ვურჩევ პრევენციის მიზნით, პირველ რიგში ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ჰიგიენური წესები დაიცვან. დეკემერში ოჯახები იყო ავად, ამიტომ თუ ავადმყოფს სუნთქვა უჭირს, მხოლოდ იმან გაიკეთოს ნიღაბი და მისთვის ცალკე გამოიყოს ყველაფერი როგორც ჰიგიენური ნივთები, ისე ჭურჭელი, პირსახოცი. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანაც.", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ვირუსული დაავადება საგანგაშო არ არის და მხოლოდ იმას შეიძლება გაურთულდეს, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
„თუ ბავშვს 38.5 სიცხე ექნება ერთი დღე მაინც, ექიმს უნდა მიმართოს. ზრდასრულმა ადამიანიმა კი სამი დღე 38.5 სიცხის ქონის შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს. ასევე იმ დროს, თუ თუ სუნთქვის გაძნელებაა, ან სისხლი და ჩირქი გამოერია ნახველში", - აღნიშნა იმნაძემ.
ე.წ. გრიპის ვირუსის ახალი ტალღის პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება სკოლის ექიმების გადამზადება. 112- ში სასწრაფო დახმარების მსურველთა ზარების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახური მედიცინის ცენტრების 24 საათიანი მომსახურეობა ამოქმედდა.