logo_geo
eng_logo
თურქმა გამომძიებლებმა 380 მეწარმის დაკავების ორდერი გასცეს
- +

5 იანვარი. 2017. 17:37


 


თურქმა გამომძიებლებმა, ფეთჰულა გიულენის საქმის გამოძიების ფარგლებში, 380 მეწარმის დაკავების ორდერი გასცეს.


სააგენტოს „Reuters"-ის ინფორმაციით, 380 მეწარმეს ბრალი ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში. გამომძიებლებმა მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკის ჩატარება მოითხოვეს.


ფეთჰულა გიულენს ბრალი ედება 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების განხორციელების მცდელობაში. თურქეთის ხელისუფლება აშშ-სგან მის ექსტრადირებას ითხოვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner