თურქმა გამომძიებლებმა, ფეთჰულა გიულენის საქმის გამოძიების ფარგლებში, 380 მეწარმის დაკავების ორდერი გასცეს.
სააგენტოს „Reuters"-ის ინფორმაციით, 380 მეწარმეს ბრალი ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში. გამომძიებლებმა მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკის ჩატარება მოითხოვეს.
ფეთჰულა გიულენს ბრალი ედება 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების განხორციელების მცდელობაში. თურქეთის ხელისუფლება აშშ-სგან მის ექსტრადირებას ითხოვს.