კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. კომპოზიტორი პატრიარქს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.
პატრიარქს დღეს 84 წელი შეუსრულდა.
„გულწრფელად მინდა მივულოცო დაბადების დღე ჩვენს პატრიარქს", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა და აქვე გაიხსენა პატრიარქისადმი მიზღვნილი სიმღერა, რომლის პრემიერაც ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გაიმართა.
სიმღერა, რომელიც ჯემალ სეფიაშვილმა პატრიარქს მიუძღვნა, შოთა რუსთაველის ლექსზეა შექმნილი.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი აჟიოტაჟია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში და ასეთი ხმაურით ვზეიმობთ ყველა მისი უწმინდესობის დაბადების დღეს. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა მარგუნა დღეს სცენიდან ჩემი სიმღერით მეგობრებთან ერთად პატრიარქს გულწრფელად მივულოცო დაბადების დღე. პროგრამა იქნება განსაკუთრებული, სიურპრიზებიც იქნება, ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია - პირველად შესრულდება შოთა რუსთაველის ლექსზე სიმღერა, რომელიც პატრიარქს ეძღვნება", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა ერთი წლის წინ გამართულ საღამოზე, რომელიც პატრიარქს ეძღნებოდა.