logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ New Studio-ს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება
- +

5 იანვარი. 2017. 19:43


 



საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ New Studio-ს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება.


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიმართავს სარეკლამო რგოლის - „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო", დამამზადებელ New Studio-ს, შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება და მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის  მიმართ.


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის", აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner