logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თუ ბაღების ყოფილ დირექტორებს პრეტენზიები აქვთ, ამისთვის არსებობს სასამართლო
- +

25 მარტი. 2016. 10:41


თბილისის მერი დავით ნარმანია ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორებისა და მშობლების ნაწილის პროტესტს ეხმაურება.



ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი პატარები და იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ვაკეთებთ ყველაფერს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, მექანიზმები, სასამართლო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ისინი მშობლების ნაწილთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა კონკრეტულ საბავშვო ბაღებთან აქციებს მართავენ, თუმცა დღეს პროტესტის გამოხატვას თბილისის მერიასთან გეგმავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner