ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტების შავ სიაში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
2015 წლის 14 აგვისტოს ჰამზა ბინ ლადენი ოფიციალურად გახდა „ალ ქაიდას" წევრი. 2016 წლის ივლისში, ჰამზა, მამამისის მკვლელობის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებით დაემუქრა. მან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გლობალურ ბოევიკთა ჯგუფის მიერ დაწყებული ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.