BBC-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლოს შენობასთან 5 იანვარს მომხდარი ტერაქტის შედეგად პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 10 ადამიანი დაჭრილია. პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, ერთი მიიმალა.
იზმირის სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ხოლო შემდეგ პოლიციას და ტერორისტებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.