გამომცემლობა Telegraph-ი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ხელფასს აღარ უხდიან. ტერორისტებს ყოველთვიურად ხელფასის სახით 350 დოლარს უხდიდნენ.
ტერორისტების ძირითად შემოსავალს - ნავთობის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა, რის გამოც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ტერორისტული საქმიანობისთვის ფულად ანაზღაურებას ვერ იღებენ.