logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: საზოგადოებას კითხვა უჩნდება: თუ თურქეთს მხარდაჭერას არ უწევენ, რატომ სარგებლობენ „ინჯირლიკის“ ავიაბაზით?
- +

6 იანვარი. 2017. 11:03



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონი გუტიერესთან შეხვედრის შემდეგ „ინჯირლიკის" ავიაბაზის შესაძლო დახურვის საკითხზე კომენტარი გააკეთა.


ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნების ძალები ბაზაზე NATO-ს შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან. ამავდროულად, ანკარამ სხვა ქვეყნებსაც მისცა ბაზის გამოყენების უფლება, რომლებიც ებრძვიან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს".


ბოლო დროს საერთაშორისო კოალიცია არ უწევს მხარდაჭერას თურქეთის ძალისხმევას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ეს კოალიცია შექმნილია .. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ხოლო თურქეთმა თავის მხრივ შექმნა ტერორისტებისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევის პირობები, რატომ არ იღებს მაშინ ანკარა შესაბამის მხარდაჭერას? რა გინდათ?" - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


ჩავუშოღლუმ მაგალითად ერთი ეპიზოდი მოიყვანა, როდესაც ქალაქ ალ-ბაბში ანკარამ საერთაშორისო კოალიციის ძალებს ტერორისტების კოორდინატები გადასცა, მაგრამ ავიადარტყმები არ განუხორციელებიათ.


რატომ არ ანადგურებთ ტერორისტებს? ნუთუ ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა ანკარას? ბუნებრივია, რომ თურქულ საზოგადოებას უჩნდება კითხვა: „თუ თურქეთს მხარდაჭერას არ უწევენ, რატომ სარგებლობენ საერთოდინჯირლიკის" ავიაბაზით?

ინჯირლიკის" ავიაბაზის დახურვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა იმ ქვეყნებს, რომლებიც ავიაბაზით სარგებლობენ .. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, მაგრამ არაფერს აკეთებენ საამისოდ, არაფერი ესაქმებათინჯირლიკის" ავიაბაზაზე." - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner